"საჭიროა ერთიანი, ხმამაღალი პროტესტი" - წითლიძე რუსული კანონის მიღებაზე

01.03.23 11:57
"საჭიროა ერთიანი,  ხმამაღალი პროტესტი" - წითლიძე რუსული კანონის მიღებაზე

ენმ-ს წევრს ანი წითლიძეს მიაჩნია, რომ ერთადერთი გზა, რომელიც "ოცნებას" უკან დაახევინებს და რუსული კანონის მითებაზე უარს ათქმევინებს, ერთიანი პროტესტის ხმაა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

იმისთვის, რომ "ოცნებამ" ეს კანონი არ მიიღოს, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის ის, რომ თქვენი ხმა ისმოდეს ხმამაღლა, ხმამაღლა ისმოდეს თქვენი პროტესტის ხმა, რადგან ცალკე აღებული ვერცერთი პოლიტიკური პარტია, ვერცერთი პოლიტიკოსი ან ვერცერთი ცალკე აღებული არასამტავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს "რუსულ ოცნებას" უკან დაახევინოს და არ მიაღებინოს ეს კანონი. ერთადერთი, რაც უკან დაახევინებს რუსულ ოცნებას ამ კანონის არმიღებასთან დაკავშირებით არის თქვენი ხმა, თქვენი პროტესტი, - ამბობს ანი წითლიძე. 

 

"ოცნება" უკან არ იხევს. ხელისუფლება რუსულ კანონს დაჩაქარებულ წესით მიიღებს. კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენებზე განსახილველად უკვე მომდევნო კვირიდან გაიტანენ. 

მსგავსი სიახლეები