გახდება თუ არა ომბუდსმენი ლევან იოსელიანი? - ნინო ლომჯარია მას შესაფერის კანდიდატად არ მიიჩნევს

01.03.23 12:26
გახდება თუ არა ომბუდსმენი ლევან იოსელიანი? - ნინო ლომჯარია მას შესაფერის კანდიდატად არ მიიჩნევს

გახდება თუ არა სახლხო დამცველი ლევან იოსელიანი? - "მოქლაქეების"  ლიდერს, სავარუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ექნება.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით იოსელიანის კანიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციას მიღებული არ აქვს. "ნაციონალურ მოძრაობაში" და პარტია "ლელოში" ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედმეგ მიიღებენ.

ამ საკითხზე განცხადება სოციალურ ქსელში  ნინო ლომჯარიამაც გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ყველა კანდიდატი, ვინც "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არ ეწინაარდმეგება.

ლომჯარიას პოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა,  "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. ელისაშვილმა  ყოფილ ომბუდსმენს ჰკითხა, იმსახურებდა თუ არა ლევან იოსელიანი მისი პოსტის მიხედვით სახალხო დამცველობას. ლომჯარიამ მას უარყოფითი პასუხი გასცა და განმარტა, რომ იოსელიანი არცერთ საპარლამენტო განხილვას არ ესწრებოდა და მისგან მხარდაჭერა არ უგრძვნია. 

 

მსგავსი სიახლეები