"იმედი მაქვს, რომ კონსესისური ფიგურა ვიქნები" - იოსელიანი ომბუდსმენობაზე
ლევან იოსელიანისთვის ნინო ლომჯარიას პოზიცია, რომელიც მის შესაძლო ომბუდსმენობას ეხება, გაუგებარია. "მოქალაქეების" ლიდერი ამბობს, რომ ლომჯარიას პრინციპულ საკითხებში მხარდაჭერას ყოველთვის უცახდებდა და არც რუსული კანონის მომხრეა.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი იმედოვნებს, რომ პარლამენტში სახალხო დამცველობისთვის საჭირო ხმებს მოაგროვებს.
არ ვთვლი, რომ მე ვარ ამ პოსტის ადრესატი გამომდინარე იქიდან, რომ თუ ვინმე აპროტესტებს ამ კანონპროექტის დაინიცირების დღიდან ამ კანონპროექტს, მათ შორის, ვარ ერთ-ერთი მე და ალეკო. არ ვიცი მას რა ამოძრავებს, როცა ასეთ რაღაცეებს წერს ჩემზე. მე ხომ ყოველთვის სადაც შემეძლო, რა ფორმითაც შემეძლო მას მხარს ვუჭერდი იმ პრინციპულ პოზიციებში, რასაც ის აჟღერებდა. ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები. მესმის, რომ განსხვავებული ადამიანები არიან, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებული მიზნებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაქვს იმედი, რომ პარლამენტში შევძლებ ვიყო ის კონსესისური ფიგურა, რომლის გარეშემოც პარლამენტში შეიკვრება 90 ხმაზე კიდევ უფრო მეტი, - ამბობს იოსელიანი.
ალეკო ელისაშვილის კიტხვას, იმსახურებდა თუ არა ლევან იოსელინი ომბუდსმენობას, ნინო ლომჯარიამ უარყოფითი პასუხი გასცა და განმარტა, რომ იოსელიანი არცერთ საპარლამენტო განხილვას არ ესწრებოდა და არასდროს მისთვის მხარადწერა არ გამოუცხადებია.