"ოცნებას" რუსეთის ჰიმნი ჩაურთეს - ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - ოპოზიციამ "ქართული ოცნების " რუსული კანონი გააპროტესტა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "ოცნების" დეპუტატები რუსეთთან თანამშორომლობაში დაადანაშაულეს და სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის პერფორმანს საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა.
"ეს არის საბჭოური, ნაფტალინისსუნიანი დარბაზი, სადაც არიან ჩვეულებრივი კომუნისტური წყობის ადამიანები. პერფომანსი გამომდინარეობდა იქედან, რომ ესენი არიან ჩვეულებრივად რუსეთის წარმომადგენლები, რომლებსაც ჩავურთე რუსული ჰიმნი, რადგან ეს არის მათი მშობლიური ჰიმნი. აქ არაფერი აღარ გვაკვირვებს დიდი ხანია და ერთადერთი, რამაც გამაკვირვა ის არის, რომ არ წამოდგნენ და ამ ჰიმნს გულზეხელდადებული არ შეხვდნენ. ჩემი პროტესტი მომდინარეობს იმ კანონიდა, რომელიც გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის დიქტატურის დამყარებას", -ამბობს ენმ-ს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი.
მსგავსი სიახლეები
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის"