კიდევ ვის მოუხადა ბოდიში ბიძინა ივანიშვილმა - დავით უსუფაშვილი ოლიგარქის გავლენებზე საუბრობს

01.03.23 13:26
კიდევ ვის მოუხადა ბოდიში ბიძინა ივანიშვილმა - დავით უსუფაშვილი ოლიგარქის გავლენებზე საუბრობს

"ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი სამნიძის და ბერძენიშვილის სკანდალურ განცხადებებს ეხმიანება და ადასტუებს, რომ ივანიშვილს გავლენები 2015 წელშც ჰქოდა. ოპოზიციის ლიდერი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ოლიგარქმა ერთ-ერთი (არა რუსეთის) მეზობელი სახელმწიფოს ლიდერს ბოდიში მოუხადა.

უსუფაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თავის დროზე ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადაყენებასა და შემდეგ კვირიკაშვილის დანიშვნაშიც, სწორედ ივანიშვილის ხელი ერია. 

პუტინის რაიმეს შეთვლას, ბოდიშის თუ მადლობის თუ ა.შ. ამის შესახებ მე არაფერი მსმენია. არ ვყოფილვარ თანამონაწილე რაიმე ამ ტიპის საუბრის. ერთადერთო მობოდიშების თემა მახსენდება, როდესაც ეს ეხებოდა არა რუსეთს და არა რუსეთის ლიდერს, ეს ეხებოდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს საკითხს, რომლის თაობაზე სწორედ საპარლამენტო ასამბლეაზე, უფლებების დარღვევების თაობაზეც  რეზოლუციას მხარი დაუჭირა ჩვენმა დელეგაციამ, თინა იყო მაშინ ხელმძღვანელი და კი, იყო მაშინ ასეთი ნათქვამი, რომ იმ ქვეყნის და არა რუსეთის ლიდერთან მობოდიშება მოუწია ივანიშვილს ჩვენი ამ პოზიციის გამო, თუმცა იქვე ისიც ითქვა, რომ კი, ჩვებ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს და იქ პოზიციონირება ჩვენ არ უნდა შეცვალოთ. ივანიშვილი არსად არ წასულა პოლიტიკიდან, ვერ წავიდა პოლიტიკიდან და ესაა პრობლემა. დიახ, მას ჰქონდა გავლენები. ეს გავლენები გამოიხატებოდა, შესაძლოა, ჩემთან კვირაში ერთხელ ზარით და რაღაცის მოკითხვით და ვირაცასთან შეიძლება დღეში 30-ჯერ. 2015 წელში პრემიერი რომ შეიცვალა, ღარიბაშვილი წავიდა და კვირიკაშვილი მოვიდა, ახლა ჰგონიათ, რომ უსუფაშვილმა გადააყენა ღარიბაშვილი და მოიყვანა კვირიკაშვილი? რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენები საშინაოზეც და საგარეოზეც, - ამბობს უსუფაშვილი. 

ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" რესპუბლიკელების" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. მოგვიანებით იგივე დაადასტურა დავით ბერძენიშვილმაც. 

მსგავსი სიახლეები