დაარღვია თუ არა სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებით ბრეგაძის უწყებამ კანონი? - დასკვნა 2 კვირაში გამოქვეყნდება

01.03.23 13:21
დაარღვია თუ არა სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებით ბრეგაძის უწყებამ კანონი? - დასკვნა 2 კვირაში გამოქვეყნდება

დაარღვია თუ არა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებით იუსტიციის სამონისტრომ კანონი? - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის ინფორმაციით, დასკვნა არაუგვიანეს 15 მარტს გამოქვეყნდდება.

საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ კადრებს, რომელიც 14 დეკემბერსა და 15 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა.

"მოგეხსენებათ, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვიდეო ჩანაწერები 2-ჯერ გასაჯაროვდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, დეკემბერსა და თებერვალში. ჩვენივე ინიციატივით ორივე შემთხვევაზე დაიწყო შესწავლა, პენიტენციური სამსახურის შემოწმება. შემოწმების დასრულების ვადად განისაზღვრა 14 მარტის ჩათვლით პერიოდი. საქმეზე თითქმის, ყველა კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოქმედებაა ჩატარებული, ამჟამად ვიმყოფებით შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების სტადიაზე",- აღნიშნავს ლელა ჯანაშვილი.

მსგავსი სიახლეები