ივანიშვილი ყოველთვის ორმაგ პოლიტიკას აწარმოებდა - სამნიძე

01.03.23 13:35
ივანიშვილი ყოველთვის ორმაგ პოლიტიკას აწარმოებდა - სამნიძე

"რეპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ივანიშვილის ყოველთვის ორმაგ პოლიტიკას ეწეოდა, რასაც "რესპუბლიკელები" და თავისუფალი დემოკრატები" ხელს უშლიდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნის დასავლური კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ  უფრო მკაფიოდ კითხვის ნიშნის ქვეშ მაშინ დადგა, როცა 2016 წლიდან ივანიშვილი მარტო დარჩა.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ცდილობდა, რომ ეთამაშა ორმაგი პოლიტიკა. ერთის მხრივ დეკლარირებულად ესაუბრა დასავლურ არჩევანზე და ეცადა, რომ დაებალანსებინა ეს პოლიტიკა. ამის საშუალებას კოალიციური მმართველობის დროს "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" მას არ ვაძლევდით. 2014 წელს ასეთი ინფორმაცია მისგან და მერე მიზანმიმართულად "რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" იძულება მისი კოალიციური მმართველობის დროს, რომ მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია და არ გადაგვეხვია ერთი წამითაც ჩვენს ევროპულ გზაზე, ვფიქრობ, იყო მნიშვნელოვანი, ხოლო როგორც კი ის დარჩა მარტო 2016 წლიდან, ეს გზა შეფერხდა და უკვე დღეს, 2023 წელს "ეგენტების" შესახებ კანონზე ვსაუბრბთ, - თქვა სამნიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები