ერთი ქვეყნის მიმართ კანონის გატარება არასწორია - ხალხის ძალას რუსეთის საწინააღმდეგო კანონი არ მოსწონს!

01.03.23 13:48
ერთი ქვეყნის მიმართ კანონის გატარება არასწორია - ხალხის ძალას რუსეთის საწინააღმდეგო კანონი არ მოსწონს!

გიორგი გახარიას გუნდის ინიციატივა "ხალხის ძალას"  არ მოწსონს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება კანონპროექტი მხოლოდ ერთი ქვეყნის წინააღმედგ იყოს მიმართული. მისი თქმით, გახარიას გუნდამა კანონპროექტი გეოგრაფიული ნიშნით შეარჩია. 

ეს არის ძალიან შეზრუდული ტიპის კანონპროექტი ოკუპანტის ინტერესების გავლენის. საქართელო ჩაბმულია ჰიბრიდულ ომში და გარდა ოკუპანტი ქვეყნისა, ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას. მაინცდამაინც ერთი ქვეყნის მიმართ გატარებული კანონი მე არ მიმაჩნია სწორად. უნდა იყოს ეს განზოგადებული და ყველა შესაძლო რისკი, მათ შორის, ამ ოკუპაციის, უნდა იყოს კანონში ასახული. მე ვერ დავასახელებ ქვეყნებს კონკრეტულად, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა არასწორი ნაბიჯი ჩემი მხრიდან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველა საფრთხის ადეკვატური შეფასება კარგი იქნება, - ამბობს სეფაშვილი. 

რუსული კანონის საპასუხოდ დღეს დილით  გახრიას გუნდმა  საკანონმდბელო ორგანოში ახალი კანონპროექტი დააინიცირ. ინიციატიავა ოკუპანტი ქვეყნის "გავლენისგან დაცვას და აგენტების გამოვლენას ითვალისწინებს". 

მსგავსი სიახლეები