ყველას მოსაწონი ვერ იქნები - ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარიას პასუხობს

01.03.23 13:40
ყველას მოსაწონი ვერ იქნები - ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარიას პასუხობს

ყველას მოსაწონი ვერ იქნები - ასე ეხმაურება სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი ყოფილი ომბუდსმენის განცხადებას. 

იოსელიანი ამბობს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა რიგებში იდგა აღნიშნული კანონპროექტუის დაინიცირების დღიდან, ამიტომაც არ თვლის, რომ ნინო ლომჯარიას პოსტის ადრესატი თვითონ არის.

მე არ ვფიქრობ, რომ მე ვარ ამ პოსტის ადრესატი, რადგან თუ ვინმე აპროტესტებს ამ რუსულ კანონს, მათ შორის ვარ მე და ალეკო. არ ვიცი მას რა ამოძრავებს, როდესაც ასეთ რაღაცებს წერს ჩემზე. მე როგორც შემეძლო, სადაც შემეძლო, რა ფორმიტაც შემეძლო, მას მხარს ვუჭერდი. ყველას მოსაწონი ვერ იქნები. მესმის, რომ განსხვავებული ადამიანები და განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები არიან, განსხვავებული მიზნებით. მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს, რომ  პარლამენტში შევძლებ ვიყო ის კონსესუსური ფიგურა, რომლის გარეშედაც შეიკვრება 90 ხმაზე კიდევ უფრო მეტი", - ამბობს ლევან იოსელიანი. 

ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ყველა კანდიდატი, ვინც "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არ ეწინააღდმეგება.

შეგახსენებთ, რომ ლევან იოსელიანი ამ პოსტზე გუშინ ალეკო ელისაშვილმა დაასახელა.

 

 

 


 

მსგავსი სიახლეები