დაუჭერენ თუ არა მხარს ლევან იოსელიანის კანიდატურას ოპოზიციაში? - რას ამბობს ენმ

01.03.23 13:42
დაუჭერენ თუ არა მხარს ლევან იოსელიანის კანიდატურას ოპოზიციაში? - რას ამბობს ენმ

გახდება თუ არა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? "მოქალაქეების" ლიდერს, სავარუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ექნება, თუმცა იოსელიანის კანიდატურასთან  დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციას მიღებული არ აქვს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

"ჩვენ არ გვიმსჯელია ჯერ ფრაქციაში, ვინაიდან გახლავართ ფრაქციის წევრი, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საერთო პოზიცია იყოს. თუმცა, მე ჩემი ინდვიდუალური პოზიცია მაქვს, რასაც ვფიქრობ. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველომ შეასრულოს 12 პუნქტი, ამ 12 პუნქტის შესასრულად არის ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რაც გულისხმობს სახალხო დამცველს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ამ საკითხზე განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ნინო ლომჯარიამაც. ყოფილი ომბუდსმენი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ყველა კანდიდატი, ვინც "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არ ეწინააღდმეგება.

იოსელიანი ამ პოსტზე გუშინ ლეკო ელისაშვილმა დაასახელა.

მსგავსი სიახლეები