ქართველი ერი დემოკრატიულ მომავალს სცდება - ამერიკელი დიპლომატების მწვავე გზავნილი "ოცნებას"
"ქართველი ერი დემოკრატიულ მომავალს სცდება" - ამ სათაურით აქვეყნებენ სტატიას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი.
დევიდ კრამერის და იან კელის საგანგებო წერილს გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.
სტატიაში წერია, რომ საქართველოში პრობლემები ღრმავდება, და ეს პროცესი 2012 წლიდან - ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ დაიწყო.
გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები წერენ, რომ „საქართველო მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მოექცა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო“.
წერილში ხაზგასმულია ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობის სტილი და უსაზღვრო გავლენა მთავრობაზე.
ქვეყანა უფრო ღრმად მოექცა კრემლის გავლენის ქვეშ და დაშორდა დასავლეთს - ასეთია შეფასება, რომელსაც დევიდ კრამერი და იან კელი აკეთებენ.
ისინი ასევე გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ დროა შეერთებულმა შტატებმა დააკისროს პასუხისმგებლობა ცალკეულ ქართველებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში დემოკრატიული პროგრესი დაამხონ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ათწლეულის განმავლობაში მოსკოვთან ურთიერთობა გაუმჯობესდა. ურთიერთობა უკრაინასთან, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, ამასობაში, გაუარესდა- აღნიშნულია სტატიაში