დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დრო ეწურება - მორიგი სტატია გავლენიან გამოცემაში

01.03.23 14:20
დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დრო ეწურება - მორიგი სტატია გავლენიან გამოცემაში

დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დრო ეწურება - ნათან შარანსკის სტატიას ამერიკული  The New York Sun აქვეყნებს. საბჭოთა დისიდენტი  პირდაპირ წერს, რომ "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია". 

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა შესაძლოა, დამოკიდებულია იყოს პრეზიდენტ ბაიდენზე და თავისუფალი სამყაროს სხვა ლიდერებზე, რათა ყველაფერი გააკეთონ ამ ადამიანისთვის, რომელიც დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და რუსული იმპერიალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის - წერს ნათან შარანსკი.

სტატიაში  წერია, ისიც რომ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია კრემლის გავლენების ქვეშ მყოფი ქართული ხელისუფლების მხრიდან.

 თუ აშშ და მისი მოკავშირეები უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილს დაუშვებენ, ეს გაამხნევებს რუს დიქტატორს, რადგან სააკაშვილი იყო პირველი ლიდერი, რომელიც მის იმპერიალისტურ ამბიციებს წინ აღუდგა - წერს ნათან შარანსკი და დასძენს, რომსააკაშვილი ყოველთვის იყო უნივერსალური ადამიანური ღირებულებების დამცველი, დასავლეთისა და ამერიკის მტკიცე მოკავშირე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსული ჰეგემონიის კრიტიკოსი.

სტატიაში საუბარია, 2008 წლის აგვისტოს ომზე - ნათან შარანსკის თქმით, პუტინმა დასავლეთზე ორიენტირებული მიდგომის გამო, 2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის ბრძანება გასცა დაიკავა ქვეყნის 20 პროცენტი, ხოლო ოკუპაცია დღემდე გრძელდება. 

ანალიტიკოსი პირდაპირ აღნიშნავს იმასაც, რომ თუ  დასავლეთი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოუსმენდა და სათანადოდ შეაფასებდა პუტინის იმპერიალისტურ ამბიციებს," რუსეთის ბარბაროსული აგრესიის ხილვა უკრაინაში დღეს არავის მოუწევდა".

The New York Sun-ში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ შურისძიებაზეც წერია. ნათან შარანსკი აღნიშნავს, რომ "მილიარდერი რუსი ოლიგარქი 2013 წლიდან რჩება ხელისუფლების კულისებში". 

მსგავსი სიახლეები