წარმოუდგენელი, ორმაგი სტანდარტია - სუბარი გაეროს უპირისპირდება

01.03.23 14:14
წარმოუდგენელი, ორმაგი სტანდარტია - სუბარი გაეროს უპირისპირდება

სოზარ სუბარი გარეოს წინააღმდეგ - „ხალხის ძალის“ ლიდერი რუსულ კანონპროექტზე მსჯელობისას გაეროს მოუწოდებს, ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით.

სუბარი ამბობს, რომ გაერო და ჩვენი პარტნიორები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, რადგან ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, შეუძლებელია ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.

შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ.

იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი - შეერთებულ შტატებში ან კანადაში.

ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით", - წერს სუბარო

შეგახსენებთ, რომ გაეროს განცხადებით, რუსული კანონპროექტები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები