ელჩები რუსული კანონის წინააღმდეგ - პაპუაშვილს დიპლომატები ხვდებიან
პარლამენტში ევროპელი დიპლომატების და პარლამენტის თავმდჯომარის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ევროკავშირის ელჩები საკანონმდებლო ორგანოში დღეს მოულოდნელად მივიდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ის რუსული კანონია, რომლის მირებასაც "ქართული ოცნება" გეგმავს.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნება" საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დემარშს უწყობს. მათი თქმით, ევროკავშირის ელჩების ვიზიტი შალვა პაპუაშვილთან ცხადყოფს, რომ მათ სურთ, საქართველოს ხელისუფლებას პირადად აუხსნან, რა საფრთხეებს უკავშირდება რუსული კანონის მიღება.
ჩვენ ვნახეთ დემარში იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებული. დემარში ნიშნავს პროტესტის გამოხატვას. ფაქტობრივად, იგივე ფორმა არის ახლა ეს, როცა ევროპის 27 ქვეყნის ელჩი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ელჩები პირდაპირ ეტყვიან, რომ ჩვენ არ ვართ არავის მოსყიდულები, არ ვართ არავის ლობისტები, ჩვენ გვინდა საქართველოსთვის კარგი და ეს რუსული კანონი არ მიიღოთ. ახლა იმედია, "ქართულ ოცნებაში" შალვა პაპუაშვილი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ევროპის 27 ქვეყანა და 27 ელჩი არიან ლობისტები და მოსყიდულები ოპოზიციის მიერ, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.