გამოსაკვლევია, რატომ დადანაშაულეს ქართველი სამხედროები - სარჯველაძე ინჯიას ინიციატივას მხარს უჭერს

01.03.23 15:26
გამოსაკვლევია, რატომ დადანაშაულეს ქართველი სამხედროები - სარჯველაძე ინჯიას ინიციატივას მხარს უჭერს

"ქართული ოცნებაის" წევრი მიხეილ სარჯველაძე აგვისტოს ომზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, მხარს დაუჭერს. სარჯველაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომ ქართველი სამხედროები არიან დამნაშავეები რუსეთის წინააღმდეგ.

ჰააგის სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა რა ჭეშმარიტებაც დაადგინა, სხვათაშორის "ოცნების" დიდი მეცადინეობის შედეგად მოხერხდა ის, რაც გადაწყვიტა სტრასბურგმა და ჰააგამ. თუ საუბარი ეხება, ვინ დაიწყო ომი და იმის რევიზიას, რაც არის სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებები, ეს რასაკვირველია, მე პირადად მგონია, რომ ამას გამოკვლევა არ სჭირდება. მაგრამ თუ არსებობს ამის მიღმა კითხვები, მაგალითად, რატომ მოეწერა ხელი იმ რეზოლუციას, რომელსაც მოეწერა და რატომ იყო ვინმესთვის მისაღები, რომ დაედანაშაულებიათ ქართველი სამხედროები არასწორ ქცევაში, ამას თუ გამოძიება სჭირდება და ვინმე ასე თვლის, ამის განხილვა, რასაკვირველია შეიძლება", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

"ოცნების" ნაწილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის პარტიაში შესაჯერებელი პოზიცია, იმსჯელებენ ამასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ჩამოყალიბებულ პოზიციას მოგვიანებით გააჟღერებენ.

კომიის შექმნის ინიციატივა ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. პრორუსი დეპუტატი პარლამენტში უკვე ხელმოწერებსაც აგროვებს. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხადაჭერა სჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები