ივანიშვილი ვერ გაერკვა, რომ ვაჭრობა და ქვეყნის მართვა სხვადასხვა რამეა - ლევან ბერძენიშვილი
"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ ივანიშვილი თავის დროზე აფხაზეთის ნატოზე გეცვლას გეგმავდა. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ მსგავსი იდეები ივანიშვილის "ვაჭრის ფსიქოლოგიიდან" გამომდინარე ებადებოდა. მისი თქმით, ახლა ივანიშვილი მხოლოდ ორი ირაკლის იმედად არის დარჩენილი.
ვაჭრის ფსიქოლოგია კარნახობდა იმ პოლიტიკურ წინადადებებს, როგორიც არის "აფხაზეთი გავცვალოთ ნატოში" და "ეს გავყიდოთ, ის ვიყიდოთ". მემგონი, ბოლომდე ვერ გაერკვა, რომ ვაჭრობა და ბიზნესი და ქვეყნის მართვა სხვადასხვა რამ არის. არ მგონია, რომ ამაში გარკვეული იყოს დღესაც. დარწმუნებულია, რომ ძაილან კარგად იცნობს ადამიანებს და როესაც გაირკვა, რომ ვერავინ ვერასდროს გამოიცნო, არცერთი არ გამოადგა, ახლა აი, ბოლოს, ორი ირაკლის იმედზე დარჩა, - თქვა ბერძენიშვილმა.
ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" რესპუბლიკელების" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. მოგვიანებით იგივე დაადასტურა დავით ბერძენიშვილმაც, რომელაც დაამატა, რომ ოლიგარქს სურდა ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ აფხაზეთი დაეთმო.