"ოცნების" მიერ დაწყებული აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია - კორძაია აგვისტოს ომის გამოძიებაზე

01.03.23 15:45
"ოცნების" მიერ დაწყებული აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია - კორძაია აგვისტოს ომის გამოძიებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია 2008 წლის აგვისტოს ომზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექნას ოპოზიციური პარტიის დევნად აფასებს.

კორძაია ამბობს, რომ ეს არის "ოცნების" მიერ წელიწადნახევრით ადრე  დაწყებული აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია.

ხელისუფლებას და მის სატელიტ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ გეზი, შტურმი აქვთ აღებული ყველანაირი ოპოზიციური ძალის გასანადგურებლად. იმიტომ, რომ სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს. მათ ფაქტობრივად წელიწადნახევრით ადრე აქვთ დაწყებული ეს აგრესიული წინასაარჩევნო კამპანის დაწყებული. მაშინ, როდესაც უკვე ჰააგის სასამართლომაც და ჰააგის პროკურორმაც წაუყენა ბრალი 2008 წლის ომთან დაკავშირებით სატანადო პირებს და არცერთი ქართველი არ არის იქ, ამ გამოზიების დაწყება ზუსტად არის ოპოზიციური პარტიის დევნა, სხვა ახსნა აქ არ შეიძლება არსებობდეს", - ამბობს თამარ კორძაია. 

კომიის შექმნის ინიციატივა ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. პრორუსი დეპუტატი პარლამენტში უკვე ხელმოწერებსაც აგროვებს. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხადაჭერა სჭირდება.

მსგავსი სიახლეები