"ცოტა დაფიქრდნენ, სანამ რამე აბსურდს იტყვიან" - ოხანაშვილი სამნიძე-ბერძენიშვილის ბრალდებებზე

01.03.23 15:49
"ცოტა დაფიქრდნენ, სანამ რამე აბსურდს იტყვიან" - ოხანაშვილი სამნიძე-ბერძენიშვილის ბრალდებებზე

ივანიშვილის მიმართ "რესპუბლიკელების" ბრალდებებს ანრი ოხანაშვილი აბსურდს უწოდებს. საუბარია სამნიძის და ბერძენიშვილის განცხადებებზე, რომლებმაც თქვეს, რომ ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა და ასებვე, აფხაზეთის ნატოზე გაცვლას გეგმავდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციას ურჩევს, ვიდრე რამეს იტყვიან, კარგად დაფიქრდნენ. 

2014-ში იმ აბსურდის დაშვებით, რომ ასეთი რამ მოხდა, 2022-ში ამბობ, მეტყველებს თავდა ფაქტი. ამიტომ, ცოტა დაფიქრდნენ ხოლმე, რჩევა მექნება ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთან, ვიდრე კონკრეტულ საკითხს გააჟღერებენ. ეს არის ელემენტალური აბსურდი, - ამბობს ოხანაშვილი. 

ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" რესპუბლიკელების" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. მოგვიანებით იგივე დაადასტურა დავით ბერძენიშვილმაც, რომელაც დაამატა, რომ ოლიგარქს სურდა ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ აფხაზეთი დაეთმო.  

მსგავსი სიახლეები