ივანიშვილი მიტაცებულ მილიარდებს ათეთრებს კაზინოებით - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, კომენდანტის საათის დროს "ოცნების" დეპუტატის მფლობელობაში არსებული კაზინოს კანონდარღვევით მუშაობის ფაქტს გამოეხმაურა. ნათელაშვილის შეფასებით, ივანიშვილი "ოცნების" დეპუტატის, ისკო დასენის, მეშვეობით კრიმინალურ ფულს ათეთრებს.
ბიძინა ივანიშვილი ისკო დასენის მეშვეობით აქ მიტაცებულ მილიარდებს, მათ შორის ბიტკოინებიდან, ნარკოტრაფიკიდან და იარაღით ვაჭრობიდან ათეთრებს კაზინოების მეშვეობით. ამიტომ შეუძლებელი იყო კაზიონების დიდხანს გაჩერება, რადგან დაგროვდა კრიმინალური ფულის დიდი მარაგი, ამიტომ ის უნდა გაატარონ კაზინოს მეშვეობით, რომ მიიღონ უცხოეთის საფინანსო ორგანიზაციებმა", - ამბობს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, სკანდალური ჩანაწერები შაბათის ეთერმა მოიპოვა. მასალაში ჩანს, რომ კომენდანტის საათის დროს, როცა მოსახლეობას საავადმყოფოში წასვლაც ეკრძალება, "ოცნების" დეპუტატის კაზინო შეუფერხებლად მუშაობს.