სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს - თამარ გვარამაძე

01.03.23 16:04
სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს - თამარ გვარამაძე

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე ლევან იოსელიანის ომბუდსმენის კანდიდატად წარდგენის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გამჭვირვალე იყოს.

"კანდიდატთან დაკავშირებით აპარატი კომენტარს ვერ გააკეთებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ კანდიდატი და პროცესი, რომელიც წარიმართება იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური, მაქსიმალურად მოხდეს ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართვა"- ამბობს გვარამაძე.

გახდება თუ არა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? "მოქალაქეების" ლიდერს, სავარუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ექნება, თუმცა იოსელიანის კანიდატურასთან  დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციას მიღებული არ აქვს.

ამ საკითხზე განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ნინო ლომჯარიამაც. ყოფილი ომბუდსმენი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ყველა კანდიდატი, ვინც "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არ ეწინააღდმეგება.

იოსელიანი ამ პოსტზე გუშინ ლეკო ელისაშვილმა დაასახელა.

მსგავსი სიახლეები