სახალხო დამცველი არ გვჭირდება - ფრიდონ ინჯია
"ევროპელ სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია პირდაპირ აცხადებს, რომ სახალხო დამცველი არ გვჭირდება, თუმცა, მისი თქმით, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ეს ინსტიტუტი არსებობს, ქვეყანას ვალდებულება აქვს, რომ ომბუდსმენი აირჩოს.
ქვეყანაში, სადაც არის კანონის უზენაესობა, იქ აუცილებელი არ არის, რომ იყოს სახალხო დამცველი. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ინსტიტუციაში არის ეს ინსტიტუტი, ჩვენ ვალდებული ვართ ავირჩოთ სახალხო დამცველი".- ამბობს ფრიდონ ინჯია.