"ოცნებამ" მე რომ წარმადგინოს სახალხო დამცველად, ძალიან შემრცხვებოდა - მანჯგალაძე

01.03.23 16:22
"ოცნებამ" მე რომ წარმადგინოს სახალხო დამცველად, ძალიან შემრცხვებოდა - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის კანდიდატურაზე წარდგენას არ მიესალმება და ამბობს, რომ როდესაც ოპოზიციონერი ხარ და "ოცნების" მხარდამჭერა გაქვს, ეს ძალიან დამაფიქრებელია.

მანჯგალაძე ასევე აღნიშნავს, რომ "ოცნებამ" რომ წარადგინოს სახალხო დამცველის კანიდატურაზე, შერცხვება.

"ქართულმა ოცნებამ" ამ მოცემულობაში მე რომ წარმადგინოს სახალხო დამცველად, ძალიან შემრცხვებოდა. იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" არის ანტიქართული, სამარცხვინო ძალა. როდესაც ოპოზიციონერი გქვია, მას მოსწონხარ და მისი მხარდაჭერა გაქვს, ეს არის დამაფიქრებელი ნამდვილად", - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

გახდება თუ არა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? "მოქალაქეების" ლიდერს, სავარუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ექნება, თუმცა იოსელიანის კანიდატურასთან  დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციას მიღებული არ აქვს.

ამ საკითხზე განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ნინო ლომჯარიამაც. ყოფილი ომბუდსმენი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ყველა კანდიდატი, ვინც "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არ ეწინააღდმეგება.

იოსელიანი ამ პოსტზე გუშინ ლეკო ელისაშვილმა დაასახელა.

მსგავსი სიახლეები