ბადრი ესებუა უარს ამბობს, ალექანდრე კობაიძემ დაიცვას

01.03.23 16:55
ბადრი ესებუა უარს ამბობს, ალექანდრე კობაიძემ დაიცვას

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დღეიდან ბადრი ესებუას ინტერესებს აღარ დაიცავს - “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ამბობს, რომ მის ინტერესებს  იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია დაიცავენ.

 შუამდგომლობა მოსამართლე ეკატერინე ბებიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

„ბადრი ესებუას სურს, რომ მისი ინტერესები სასამართლო პროცესებზე დაიცვან იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ”, - თქვა მოსამართლემ. 

ალექსანდრე კობაიძემ სხდომათა დარბაზი უკვე დატოვა.

მსგავსი სიახლეები