იტყვის თუ არა "ოცნება" რუსულ კანონზე უარს - პაპუაშვილის და ელჩების შეხვედრა 2 საათზე მეტია მიმდინარეობს
უკვე ორ საათზე მეტია რაც შალვა პაპუაშვილსა და ევროკავშირის ელჩებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატები "ქართულ ოცნება" რუსულ კანონზე ესაუბრებიან, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ იწყებს.
დიპლომატებთან შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძეც ესწრება.
შეიცვლის თუ არა "ოცნება" პოზიცია და იტყვის თუ არა რუსული კანონის მიღებაზე უარს, ცნობილი მოგვაინებით გახდება.