ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე - დეგნანი

01.03.23 18:05
ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე - დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე იქნება პასუხისმგებელი.

დეგნანს აინტერესებს, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც მისი თქმით, საქართველოს არ სჭირდება.

„ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც უსაფრთხო, წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს დააზიანებს ეს წინადადებები და ინიციატივები, რომელიც საქართველოს არ სჭირდება. ამიტომ ჩემი შეკითხვაა, რაში სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესახებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები