"გაგვამართლეს..." - ცოტნე ჯაფარიძის საქმის განხილვა დასრულდა

01.03.23 19:13
"გაგვამართლეს..." - ცოტნე ჯაფარიძის საქმის განხილვა დასრულდა

ცოტნე ჯაფარიძის საქმის განხილვა დასრულებულია. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში სრულიად გაამართლა, მეორე მუხლით კი, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს სამართალდამრღვევად სცნო, მაგრამ სასჯელის სახით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა. 

მოსამართლე რეზო ნადოიმ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

"გაგვამართლეს, სახლში მივალ და სრულად დავწერ დეტალებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა" - წერს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები