რატომ მოუხდა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში - 9 წლის წინანდელი სკანდალური ამბავი "რესპუბლიკელებმა" გათქვეს

01.03.23 20:08
რატომ მოუხდა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში - 9 წლის წინანდელი სკანდალური ამბავი "რესპუბლიკელებმა" გათქვეს

"ივანიშვილი ყოველთვის პუტინის მოკავშირე იყო" - 9 წლის წინანდელი დამალული ამბავი "რესპუბლიკელებმა" გათქვეს. ირკვევა, რომ ქვეყნის არაფომრლაურმა მმართველმა საკუთარი კოალიციის წევრების განცხადებების გამო ჩათვალა, რომ პუტინს აწყენინა და ამიტომ ბოდიში მოუხადა.  

ხათუნა სამნიძე ამტკიცებს, რომ  ოლიგარქმა უხერხულად თავი მაშინ იგრძნო, როცა "რესპუბლიკელებმა" ევროსაბჭოს სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.  

ბოდიშის მოხდის განსხვავებულ ისტორიას ყვება საჯაროდ დავით უსუფაშვილი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პუტინისთვის არა, მაგრამ სხვა მეზობელი ქვეყნის პირველი პირისთვის ივანიშვილის მიერ მობოდიშებას ადასტურებს.

კიდევ უფრო სკანდალური ამბავი კი დავით ბერძენიშვილმა გათქვა.  როგორ ვაჭრობდა ოლიგარქი ოკუპირებული აფხაზეთით და როგორ იყო მზად ის დაეთმო ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ.

დეტალები იხილეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები