ვიმსჯელებთ და პოზიციას ჩამოვაყალიბებთ - პაპუაშვილი აგვისტოს ომის გამოძიებაზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
რაც შეეხება პარლამენტში საგამოძებო კომისიის შექმნას, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც ინიციატორი ჩამოაყალიბებს მოსაზრებას ინიციატივის მიზნებსა და შინაარსზე, პასუხი ამის მიხედვით ექნება.
“ვერ გეტყვით - ამ თემას ბოლომდე თვალყურს არ ვადევნებ. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ არის ბევრი კითხვა, რომელიც საჯაროდ ისმის. საბოლოო ჯამში, კითხვები ახალი არ არის, თუნდაც რეზოლუციასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ინიციატივის ზუსტი შინაარსი, რა კუთხით არის და ასე შემდეგ - ჩვენც ამის მიხედვით ვიმსჯელებთ და პოზიციას ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომიის შექმნის ინიციატივა ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. პრორუსი დეპუტატი პარლამენტში უკვე ხელმოწერებსაც აგროვებს. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხადაჭერა სჭირდება.