"ოცნებისა" და ელჩების მძიმე საუბარი დახურულ კარს მიღმა და რისკის ქვეშ დააყენებული ქვეყნის მომავალი

01.03.23 20:03
"ოცნებისა" და ელჩების მძიმე საუბარი დახურულ კარს მიღმა და რისკის ქვეშ დააყენებული ქვეყნის მომავალი

3 საათიანი უმძიმესი საუბარი შალვა პაპუაშვილის კაბინეტში. საკანონმდებლო ორგანოში მოულოდნელად მისულმა დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს პირდაპირ უთხრეს, რომ  რუსული  პროექტი ქვეყანას აზიანებს,  ევროკავშირის 12 პუნქტიდან მინიმუმ ორს არღვევს და ის კანონად არ უნდა იქცეს.  ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ დახურულ კარს მიღმა იოლი დისკუსია ნამდვილად არ იყო.

მთელს დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში განგაში აქვს გამოცხადებული. ამერიკის ელჩი პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას, ვინც ხალხის ძალის  კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას მხარს დაუჭერს და ამით ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ დააყენებს.  

პარალელურად პარლამენტში კანონებით ომი დაიწყო. დასავლელი აგენტების კანონი რუსი აგენტების კანონის წინააღმდეგ.  რუსულ კანონს დეპუტატები რადიკალურად განსხვავებული შინაარსის ინიციატივას უპირისპირებენ.

დეტალები იხილეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

 

" data-width="auto">

 

მსგავსი სიახლეები