გახდება თუ არა ომბუდსმენი ლევან იოსელიანი? - ყოფილი სახალხო დამცველი მისი შესაძლო შემცვლელის წინააღმდეგ

01.03.23 20:35
გახდება თუ არა ომბუდსმენი ლევან იოსელიანი? - ყოფილი სახალხო დამცველი მისი შესაძლო შემცვლელის წინააღმდეგ

ყოფილი სახალხო დამცველი მისი შესაძლო შემცვლელის წინააღმდეგ. ნინო ლომჯარია ფეისბუკ პოსტში კონკრეტულ სახელს და გვარს არ წერს, თუმცა მიანიშნებს, რომ მისთვის მიუღებელია ომბუდსმენობის ის კანდიდატი, რომელიც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ არ იბრძვის. ამ მინიშნებაში კი ლევან იოსელიანი მისმა თანაგუნდელმა ალეკო ელისაშვილმა ამოიცნო.

იოსელიანის კანიდატურას საერთო ოპოზიციური მხარდაჭერა არ ექნება. უკვე ცნობილია, რომ  სტრატეგია აღმაშენებელისთვის სახალხო დამცველის კანდიდატი მიუღებელია. სხვა ოპოზიციური პარტიები კი ფიქრობენ, თუმცა ასახელებენ იმ არგუმენტებს, რომლებიც შესაძლოა მათი უარის მიზეზი გახდეს. გახარიას გუნდისთვის ეს არგუმენტი ლევან იოსელიანის პარტიული კუთვნილებაა.  დანარჩენები პოზიციას კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებენ.

დეტალები იხილეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები