"23 დღე გავიდა და მაწვებით, რა შედეგი დადეთო" - რა გააკეთა ენმ-ს ახალმა თავმჯდომარემ დანიშვნიდან დღემდე
რა გააკეთა ენმ-ს ახალმა თავმჯდომარემ დანიშვნიდან დღემდე - ლევან ხაბეიშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში 23 დღეში მიღწეული წარმატებები ჩამოთვალა.
"50-მდე ოფისი იყო დახურული და გავხსენით, ლოჯისტიკის აწყობით ვართ დაკავებული სერიოზულად დაკავებული ეს 23 დღეა, რადგან ჩამოშლილი იყო. მოვიარე თითქმისი ყველა რეგიონი საქართველოში, სადაც აქციები გაიმართა.
დავაფუძნეთ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი. ქუთაისში დამატებით გავხსენით პრეზიდენტის მხარდამჭერი შტაბი, ჯერ პრეზენტაციისთვის ვერ მოვიცალეთ უბრალოდ. ჩვენთან მთავარი ბრძოლის ხაზი იქნება ხალხთან მუშაობა", - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე
ჟურნალისტ ეკა მიშველაძის კითხვაზე, თუ რით განსხვავდება ის წინამორბედისგან, რომელსაც აქტიურად აკრიტიკებდა გაუკეთებელი საქმეების გამო, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ 23 დღე გავიდა.
23 დღე გავიდა და მაწვებით, რა შედეგი დადეთო. კარგით რა. ქედაში აქცია გინახავთ? ხულოში? საგარეჯოში? არ ყოფილა, ვერ გაიხსენებთ. გვაცადეთ, ჯერ მხოლოდ 23 დღე გავიდა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.