სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს - ხაბეიშვილი მელიაზე

01.03.23 21:59
სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს - ხაბეიშვილი მელიაზე

სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გევქნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისმობ, ვითანამშრომლებთ", - ამის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტ ეკა მიშველაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ტვ პირველის" წამყვანმა ენმ-ს თავმჯდომარეს ჰკითხა, შესაძლოა თუ არა ნიკა მელიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და რა ინფორმაციას ფლობს ამის შესახებ.

ხაბეიშვილი "ტვ პირველის" ეთერში ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ოპოზიცია ჰყავს და თანაგუნდელების ნაწილი გაბუტულია. 

ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, თითქოს ბაუტულის პოზიციაში არიან, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა", - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები