რამდენად ჩართულია მერაბიშვილი ენმ-ს ყოველდღიურობაში - ხაბეიშვილის პასუხი

01.03.23 23:36
რამდენად ჩართულია მერაბიშვილი ენმ-ს ყოველდღიურობაში - ხაბეიშვილის პასუხი

რამდენად დამოუკიდებელია ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილებების მიღებისას და არის თუ არა ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ჩართული პარტიის ყოველდღიურობაში?

ლევან ხაბეიშვილის "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ შიდა არჩვნებში გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან  "ნაკლები კომუნიკაცია აქვს". 

ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს საქართველოში საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს:

ვანო მერაბიშვილს ეს უამრავჯერ უთქვამს. ის, რომ ის ოპოზიციურად განწყობილი იქნება და ეცდება, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მის პოლიტიკურ კუბოზე კენჭი იქნება, დიდი ქვა იქნება თუ ლოდი იქნება, რომ დადოს, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ვისაც რუსეთი და ამ ქვეყნის 1921 წელში დაბრუნება არ უნდა, ყველა ადამიანთან უნდა ვითანამშრომლოთ და ვესაუბროთ. და ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, ვინც თავის დროზე რეფორმებთან იყვნენ დაკავშირებული. შემდეგ კი არჩევნები წააგეს და წავიდნენ, ამ ხალხმა არჩევნების გზით ხელისუფლება გადააბარა. შეიძლება, რომ 11 წლის თავზეც კიდევ პროპაგანდამ ეს სახელები და გვარები თავს მოგვახვიოს?- თქვა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები