შეხვედრა მიუნხენში: "ივანიშვილის გარემოცვა გადაფსიხებულია"
"ივანიშვილის გარემოცვა პირდაპირი მნიშვნელობით გადაფსიხებულია" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე "ტვ პირველთან" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიუნხენში ისეთ ადამაინებს შეხვდა, რომ ამბის გახმაურებისას "ბიძინა ივანიშვილს თმები ყალყზე" დაუდება:
ისეთი ადამიანები იყვნენ, შეიძლება, ბიძინას და იმედსაც თმები ყალყზე დაუდგეს. მათთვის, უცნაურ ადამიანებსაც შევხვდი - აცხადებს ხაბეიშვილი ეკა მიშველაძესთან.
ენმ-ს თავმჯდომარე არ ასახელებს კონკრეტულად ვის შეხვდა საზღვარარეთ და იმეორებს, რომ "ამაზე ივანიშვილმა უნდა ინერვიულოს".
ამასთან, ხაბეიშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიუნხენში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს შეხვდა.
"ინერვიულოს ბიძინა ივანიშვილმა და სამთავრობო მედიებმა"- თქვა მან.