"რასაც დავარაშვილი აკეთებს, დანაშაულია, მივმართავთ პროკურატურას" - მიხეილ სააკაშვილს ექიმები შეუცვალეს

02.03.23 12:01
"რასაც დავარაშვილი აკეთებს, დანაშაულია, მივმართავთ პროკურატურას" - მიხეილ სააკაშვილს ექიმები შეუცვალეს

მიხეილ სააკაშვილს ექიმები შეუცვალეს. ექთანი ქეთი ღვინიანიძე, რომელმაც სასამართლოში ჩვენება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასარგებლოდ მისცა, საკნადქცეულ პალატას განარიდეს. საააკშვილს აღარ ეყოლება აღარც ძველი მკურნალი ექიმი. 

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, რასაც ექიმი თამარ დავარაშვილი აკეთებს, ეს დანაშაულია და პროკურატურაში მის წინააღმდეგ დავას აპირებს.

რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ეს არის დანაშაული. მას ავადმყოფობის ისტორიაში, 3-4 კვირის წინ, თავად აქვს, თავისი ხელით ჩაწერილი დიაგნოზი - კახექსია. ამ დროს გამოდის ტელევიზიით და ამბობს, აქვს კახექსია, მაგრამ არ აქვს. გუშინ აკეთებს განცხადებას, თითქოს არ აქვს და ამას სპეციალურად აკეთებს პაციენტი. ეს არის დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გამზადებული გვაქვს განცხადება. სავარაუდოდ, ხვალ დილით უკვე შევიტანთ პროკურატურაში, სადაც მივმართავთ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ ექიმების მიმართ, ვინც პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და აყალბებენ ავადმყოფობის ისტორიებს", - ამბობს ხაჭაპურიძე.

თამარ დავარაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მას სუს-ის აგენტი უწოდა.  ეს ექიმმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და მძიმე პაციენტის მკურნალობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა. საქმე ეხება დავარაშვილის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამტკიცებდა, თითქოს მძიმე პაციენტს მრავალი დიაგნოზებით უნდა რომ წონაში დაიკლოს.

მსგავსი სიახლეები