ევროკავშირის სტრუქტურებში ჩავიტანთ ხელმოწერებს, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მოქალაქეების რეალური ნება - ჯაფარიძე

02.03.23 11:26
ევროკავშირის სტრუქტურებში ჩავიტანთ ხელმოწერებს, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მოქალაქეების რეალური ნება - ჯაფარიძე

"არა რუსულ კანონს" - სამი ოპოზიციური პარტის ლიდერი საგანგებო განცხადებას აკეთებს.მილიონი ხელმოწერა საქართველოდან. ოპოზიციიური სამეული ახალ კამპანიას იწყებს. ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ტრიო მოსახლეობის ხელმოწერებს აგროვებენ. საქართველოს მოქალაქეების ხმას ხელსიუფლებისგან გვერდის ავლით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები  ამერიკაში, ევროპაში და ბრიუსელში გააგზავნიან. 

„მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა დასავლელი ინსტიტუტის და ლიდერისგან წამოვიდა კრიტიკა და პირდაპირ, სიტყვასიტყვით გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონპროექტს მიიღებს დღევანდელი ხელისუფლება ეს იქნება უარის თქმა ევროკავშირის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელისუფლება მაინც აგრძელებს ამ კანონპროექტის განხილვას და მაღალი ალბათობით მაინც დაუჭერს მხარს. ამიტომ, ჩვენ, ერთ-ერთი გზა, რაც მოვიფიქრეთ არის ის, რომ ხელისუფლების გვერდის ავლით საქართველოს მოსახლეობის ხმა რაღაცნაირად მივაწვდინოთ იმ ინსტიტუტებს, რომელთა ხელშიც არის გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლოს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის მილიონი ხელმოწერის შეგროვება. ეს არ არის პარტიული ინიციატივა, აქ ჩართულია უამრავი ადამიანი და ჩვენი სურვილია, რომ ჩაერთოს ფართო საზოგადოება, ეს იქნებ სამოქალაქო სექტორი, მედია, პოლიტიკური პარტიები, თუ სხვა. ყველას გასაკეთებელი და ყველას საქმეა ის, რომ წლის ბოლომდე, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში სანამ სტატუსის საკითხის განხილვა იქნება, ჩვენ იქ, ჩავიტანოთ საქართველოს მოქალაქეების, რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა და ვაჩვენოთ მათ, რეალურად, რა არის ამ ქვეყნის მოქალაქეების ნება და რომ ის განსხვავდება დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცხადებული კურსისგან“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

 

მსგავსი სიახლეები