გიორგი ღამბაშიძე გოგაშვილის პირისპირ - სუს-ის გენინსპექციის მაღალჩინოსანი სასამართლოში ჩვენებას აძლევს

02.03.23 11:45
გიორგი ღამბაშიძე გოგაშვილის პირისპირ - სუს-ის გენინსპექციის მაღალჩინოსანი სასამართლოში ჩვენებას აძლევს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი ბოსის პროცესი იმართება. სოსო გოგაშვილის საქმეზე დღეს ბრალდების მხარე 4 მოწმეს გამოკითხავს, მათ შორის იქნება გიორგი ღამბაშიძეც. სუს-ის გენინსპექციის მაღალჩინოსანი, რომელსაც გოგაშვილი მისი დაკავების სპეცოპერაციის დროს მომხდარ ძალადობაში ადანაშაულებს უკვე სასამართლოშია. 

გოგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბატონი ღამბაშიძე პირდაპირ არის მხილებული ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ხელებზე დადების ფაქტთან მიმართებაში, ისე იარაღების ჩადებაში.

"როგორც ამას იოსებ გოგაშვილი და სხვა თვითმხილველები განმარტავენ, ღამბაშიძე იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც იოსებ გოგაშვილს დაადებინა ცეცხლსასროლი იარაღი, კონკრეტულად მაყუჩიანი პისტოლეტი, ხოლო სხვა თანამშრომელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ამიტომ, პირდაპირ არის მხილებული ბატონი ღამბაშიძე და სხვა პიროვნებები ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ხელებზე დადების ფაქტთან მიმართებაში, ასევე ეს პიროვნებები აიჭრნენ მეორე სართულზე, იოსებ გოგაშვილის საძინებელში და იქ ჩაალაგეს აღნიშნული იარაღები და სხვა ბევრი მოწყობილობები". - ამბობს გოგაშვილის ადვოკატი

სპეცოპერაციიან 7 თვის თავზე, დღეს იქნება სოსო გოგაშვილისა და გიორგი ღამბაშიძის პირველი შეხვედრა. სწორედ გოგაშვილის წინ მოუწევს ღამბაშიძე, რომ ჩვენება მისცეს სასამართლოს. 

ახლა ყველაზე საინტერესოა, რას ეტყვის მოსამართლეს ღამბაშიძე.

მსგავსი სიახლეები