"გირჩის" მხარდაჭერა დამოკიდებულია, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს იოსელიანი სამხედრო გაწვევაზე - რაქვიაშვილი

02.03.23 11:58
"გირჩის" მხარდაჭერა დამოკიდებულია, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს იოსელიანი სამხედრო გაწვევაზე - რაქვიაშვილი

"გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მის პირად მხარდაჭერას იოსელიანის მიმართ განაპირობებს ის, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს ომბუდსმენი ადამიანის უფლებებისა და სამხედრო გაწვევის თაობაზე.

რაქვიაშვილი ასევე ნიკა გვარამიას თემას ეხმაურება. მისი თქმით, გვარამია ნამდვილად პოლიტიკური პატიმარია და ზოგადად, ის მუხლი, რომლითაც ზის, არ უნდა არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში.

"ჩემი პირადი მხარდაჭერა დამოკიდებულია იმაზე თუ რა საჯარო პოზიციას დააფიქსირებს ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებების მიმართ, მათ შორის, სამხედრო გაწვევის თაობაზე. იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის კრიტიკული კანონია. და თუ ამ საკითხებში ზოგადად თანხმობა იქნება, მე მხარს დავუჭერ. ნიკა გვარამია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმარია. არათუ პოლიტიკური პატიმარია, ზოგადად ის მუხლი, რომლითაც ზის, არ უნდა არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში და საერთოდ მთელი მისი საქმე აფსურდი იყო, ჩემი აზრით" - აცხადებს რაქვიაშვილი.

გახდება თუ არა ახალი სახალხო დამცველიი ლევან იოსელიანი? - პარტია მოქალაქეების ლიდერის კანდიდატურას დღეს ოფიცილაურად პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენენ.

"ვარ თუ არა პოლიტიკური პატიმარი?" ეს იყო კითხვა, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატს გუშინ "მთავარი არხის" დაპატიმრებულმა დირექტორმა რუსთავის ციხიდან დაუსვა. 
 

მსგავსი სიახლეები