ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი
"ხალხის ძალის" დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ითხოვს, წარუდგინონ მტკიცებულება და დაარწმუნონ, რომ ეს კანონპროექტი ნამდვილად რუსულია.
ყაველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის და არაფერში სჭირდება ისეთი ევროკავშირი, რომელიც მიუთითებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩაიდინოს.
ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის. ევროკავშირი მე იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული, მე ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები. რა არის ეს, გამაგებინეთ. ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და ევროპასთან შესაბამისობაში არ მოდის. ეს არის ჩარევა ქვეყნის შიდა პროცესებში, სტიგმატიზაცია პარლამენტის წევრის. რატომ არის ეს რუსული ამაში ჯერჯერობით ვერავინ დამარწმუნა და პირიქით ვხედავ ამ ყცველაფერს. თუ ევროპას და ევროკავშირს გადარჩენა უწერია, ამას, დაიმახსოვრეთ, რომ მიესალმებიან". - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.