"ოცნების" ახალი სიურპრიზი - ოპოზიციას ომბუდსმენობის კანდიდატის დასახელებისთვის ერთ დღეზე ნაკლები რჩება
ოპოზიციას სახალხო დამცველობის კანდიდატის დასახელებისთვის ერთ დღეზე ნაკლები რჩება - თუ დღეს ოპოზიცია არ იტყვის, ვის დაუჭერენ მხარს ომბუდსმენის კანდიდატურაზე, მაშინ შესაძლოა, მომდევნო სასესიო კვირაში ლევან იოსელიანი მარტო დარჩეს, მისმა კანდიდატურამ გაიმარჯვოს და პარტია "მოქალაქეების" ლიდერი სახალხო დამცველი გახდეს. მის კანდიდატურას ოპოზიციის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.
ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად უკვე წარედგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.
ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს ერთ კვირიან ვადას სთხოვს.
უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს და ამიტომ მოიწვია დღეს რიგგარეშე ბიურო, რომ ომბუდსმენის პოსტზე სხვა კანდიდატები არ დასახელდნენ - მიდიან ხელის გადაგრეხის პოლიტიკით, ბიუროს რიგგარეშე სხდომა შუა კვირაში გახსენდებათ ოდესმე?! - აცხადებს"ლელოს" წევრი, დეპუტატი დავით უსუფაშვილი.
გუშინ წინ, მე რომ დამესახელებინა, ჩვენ რომ დაგვესახელებინა კანდიდატი თქვენ მეუბნებით, რომ ჩაატარებდით ბიუროს სხდომას, გამოაცხადებდით, რომ აი, კანდიდატი დასახელებულია, ზეგ შეიკრიბება კომიტეტი, განიხილავენ და წავედით კენჭისყრაზე და სხვას არავის ამის საშუალება არ აქვს, რომ კანდიდატი დაასახელოს. ვადის შეწყვეტა დამოკიდებული ყოფილა ჩვენ თუ კანდიდატს დავასახელებდით, რა მნიშვნელობა აქვს უსუფაშვილი იქნება დასახელებული თუ იოსელიანი." - მიმართა ბიუროს სხდომაზე უსუფაშვილმა პარლანენტის თავმჯდომარეს.
თავის მხროვ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა რომ, თუკი კანდიდატის დასახელების სურვილი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, შეუძლიათ დაასახელონ დღეს, ვიდრე საკითხს კომიტეტი განიხილავს და პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს.
"პირობას გაძლევთ, ბიუროს ხვალვე ჩავატარებ"- მიმართა პაპუაშვილმა უსუფაშვილს.
დაასახელებთ დღეს სახალხო დამცველის კანდიდატს? ხვალ ჩავატარებ ბიუროს და თქვენი კანდიდატი ვინც იქნება, მასაც განიხილავს ადამიანის უფლებათა კომიტეტი,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.