სააკაშვილს კრიზი ჰქონდა, მეტყველება წაერთვა - გიული ალასანია

02.03.23 13:44
სააკაშვილს კრიზი ჰქონდა, მეტყველება წაერთვა - გიული ალასანია

გიული ალასანიამ "ვივა მედიდან" მძიმე ამბები გამოიტანა. მესამე პრეზიდენტის დედის თქმით, სააკაშვილს გუშნ კრიზი ჰქონდა და მეტყველების უნარი წაერთვა.

"სააკაშვილს ჰქონდა კრიზი გუშინ, მეტყველება წაერთვა საერთოდ და რომ თენდებოდა, მხოლოდ მაშნ დაუბრუნდა. აი ეს არის მისი მდგომარეობა. ისე ცუდადაა, საჭმლის დანახვა არ უნდა საერთოდ. ყველაფერი უკანკალებს". - ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილს ექიმები შეუცვალეს. ექთანი ქეთი ღვინიანიძე, რომელმაც სასამართლოში ჩვენება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასარგებლოდ მისცა, საკნადქცეულ პალატას განარიდეს. საააკშვილს აღარ ეყოლება აღარც ძველი მკურნალი ექიმი. 

თამარ დავარაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მას სუს-ის აგენტი უწოდა.  ეს ექიმმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და მძიმე პაციენტის მკურნალობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა. საქმე ეხება დავარაშვილის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამტკიცებდა, თითქოს მძიმე პაციენტს მრავალი დიაგნოზებით უნდა რომ წონაში დაიკლოს.

მსგავსი სიახლეები