დაუყოვნებლივ გაიტანეთ პარლამენტიდან კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო გაწვევას ითვალისწინებს - ნათელაშვილი

02.03.23 13:55
დაუყოვნებლივ გაიტანეთ პარლამენტიდან კანონპროექტი, რომელიც  სავალდებულო გაწვევას ითვალისწინებს - ნათელაშვილი

"კატეგორიულად მოვითხოვთ, ყოველგვარი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო გაწვევას, გატანილი იქნას პარლამენტიდან"- ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, "სამხედრო სამსახური უნდა იყოს საკონტრაქტო საფუძველზე და იქ ნებაყოფლობით წასული ახალგაზრდები უნდა იღებდნენ ხელფასს"

"როდესაც მთელი მსოფილო გადადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე, ოლიგარქმა გადაწყვიტა გავეხარებინეთ და შემოაქვს სავალდებულო გაწვევის პრინციპი იმ ქვეყანაში, სადაც ახალგზარდობა ისედაც ტოვებს თავის მამულს, ვერ სწავლობენ, ვერ ქმნიან ოჯახს და წვალობენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, თავის გადასარჩენად. იმ ქვეყანაში, სადაც არც ერთი თანამდებობის პირის შვილი არ მსახურობს ჯარში. აი სადამდე შეიძლება მივიდეს ანტიხალხური და ანტიეროვნული რეჟიმის მარაზმი.

კატეგორიულად მოვითხოვთ, ყოველგვარი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო გაწვევას, გატანილი იქნას უკან პარლამენტიდან. სამხედრო სამსახური უნდა იყოს საკონტრაქტო საფუძველზე და იქ ნებაყოფლობით წასული ახალგაზრდები უნდა იღებდნენ ხელფასს. და ჯიპების ყიდვის მაგივრად, მილიარდიანი ბიზნესის წარმოების მაგივრად, ჩინოვნიკებმა ეს ფული უნდა გადადონ სწორედ სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასებში"- თქვა პირველმა ლეიბორისტმა. 

შალვა ნათელაშვილი აკრიტიკებს კანონის იმ ნორმასაც, რომლის მიხედვითაც  მართლმადიდებელი ღვთისმსახური სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდება, ეს შეღავათი  კი სხვა კომფესიებზე არ ვრცელდება: 

 კანონში მთლად საოცარი ნორმები გაჩნდა, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი ღვთისმსახური თავისუფლდება სამხედრო სამსახურისგან, სხვა რელიგიების მსახურებს ეს ეხება. ვერ გავიგე მართლმადიდებელი ღვთისმსახური ნაკლები პატრიოტი უნდა იყოს? ან ყველამ იმსახუროს ამ კატეგორიიდან ან არც ერთმა არ იმსახუროს. აი, ეს არის თანასწორობის პრინციპი." - დასძინა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები