რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას - მესამე სექტორის აქცია პარლამენტთან
არა რუსულ კანონს! - პარლამენტის უკანა შესასვლელთან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ. ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონის განხილვა იწყება.
პარლამენტში მიდიან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ფაქტობრივად საქმიანობას უზღუდავს.
"დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტში უნდათ, რომ დაიწყონ დიდი რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანია საქართველო ჩამოაშორონ ევროპულ ოჯახს"- ამბობენ NGO-ები.
რუსული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, სპობს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის შესაძლებლობას, რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.
ამიტომ, ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა, რომ დასმენების და რეპრესიების პერიოდში დაგვაბრუნოს. რუსული კანონპროექტი მტრულად წარმოაჩენს ჩვენს მეგობრებსაც, ვისთან ერთადაც ამ ქვეყანას ვაშენებდით და მათ მიერ გაწეულ დახმარებას, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და ასევე დემოკრატიის მიმართ კეთილგანწყობას უყურებს, როგორც საფრთხეს დღეს ჩვენი ხელისუფლება და ის რუსული დაჯგუფება, რომელიც ამ კანონპროექტის ინიციატორია.
ასევე ასეთი კანონები ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არსებობს ევროკავშირში და მისმა წევრებმა თქვეს, რომ ასეთი კანონპროექტის დაშვება მიუღებელია მისი წევრი ან შესაძლო რომელიმე წევრისთვის.
ახლა ამ არამდგრად და ძალიან მტრულად განწყობილ პოლიტიკურ გარემოში, ჩვენთვის , ქართველი ხალხისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა ერთად არ დაგვაკარგინონ ამ კანონპროექტით.
დღეს და მომავალში, პარლამენტის რომელიმე წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, პირადად იქნება პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის ევროპული პერპექტივის მოსპობაზე.
ქართველმა ხალხმა უკვე კონსტიტუცია დავასახელეთ, რომ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას, რომ ევროპლი განვითარება ჩვენი და ჩევნი წინაპრების არჩევანია. სწორედ ამიტომ, რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის და ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა გონიერი საქართველოს მოქალაქე, ეუბნება არას რუსულ კანონს" - აცხადებს ნანა ბაგალიშვილი.