ხმაური პარლამენტში - რუსული კანონის მისაღებად შეკრებილი დეპუტატები დარბაზში სასტვენებით და შეძახილებით შეაცილეს

02.03.23 15:13
ხმაური პარლამენტში - რუსული კანონის მისაღებად შეკრებილი დეპუტატები დარბაზში სასტვენებით და შეძახილებით შეაცილეს

ხმაური პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილი მესამე სექტორის წარმომადგენლების რუსული კანონის მისარებად შეკრებილ დეპუტატებს სხდომათა დარბაზში სასტვენებით და შეძახილებით აცილებენ.  

"არა რუსულ ძალას“ - ასე მიმართავენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ იმ საკანონმდებლო ინიციატივების ავტორებს, რომელთა განხილვაც პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მათ ხელში აქვთ პლაკატები, სადაც „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან გამოსახული, წარწერით „რუსული კანონის ავტორი“.

პროტესტის ეპიცენტრია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც არასამთავრობოებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს და პარლამენტში განსახილველი კანონი ანტისახელმწიფოებრივად შეაფასეს. 

 

მსგავსი სიახლეები