"ოცნება" რუსული კანონის განხილვას ვერ იწყებს - პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა
პარლამენტში, გიული შარტავას დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენელები, რომლებიც პარლამენტის სხდომაზე საგანგებოდ მივიდნენ, რუსული კანონის განხილვას ეწინააღმდეგებიან.
პარალალურად, დარბაზის გარეთ კი არასამთავრობოებსა და მანდატურის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლაა.
ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ.