"დროას" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

02.03.23 16:01
"დროას" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

"დროას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მანამდე ადგილი ჰქონდა მანდატურის სამსახურთან შეხლა შემოხლას. 

პარლამენტში ვითარება უკონტროლოა - ცოტა ხნის წინ, ფიზიკური დაპირისპირება იყო ოპოზიციასა და უსაფრთხოების სამსახურს შორის.

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც რუსული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური დაპირისპირების გამო ამ დრომდე ვერ იხსნება.

მსგავსი სიახლეები