ცემა-ტყეპა და დედის გინება პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ნივთებს ესვრიან

02.03.23 16:12
ცემა-ტყეპა და დედის გინება პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ნივთებს ესვრიან

პარლამენტში მაგიდის ამოყირავება,  გინება და ნივთების სროლა გრძელდება - "ოცნების" დეპუტატები, რუსული კანონის მისაღებად შეძახილების ფონზე ემზადებიან. 

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. რამდენიმე წუთის წინ, მაგიდა ააყირავეს, ისვრიან გაურკვეველ ნივთებს. 

"მონებო", პუტინისტებო"- მიმართავენ ოპოზიციის ლიდერებ „ხალხის ძალის“ წევრებს, რომლებიც საშიში კანონის ავტორები არიან. 

ამის პარალელურად , ჟიული შარტავას დარბაზთან კვლავ რჩებიან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ოპოიზიციის წარმომადგენლებისა და კრიტიკული მედიის წევრების განეიტრალებას ცდილობენ. 

 „არა რუსულ კანონს“ - სკანდირებენ დარბაზის გარეთ მყოფი აქციის მონაწილეები. 

რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით პარლამენტი "დროას" ლიდერს გიგა ლემონჯავას დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები