რუსი პუტინისტი სუბარი, მიცვალებულის სიფათი აქვს - ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზეა და "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ სუბარს და "ხალხის ძალის" წევრებს ფარცხალაძესავით მოუწევთ რუსული პასპორტები აიღონ და მოსკოვში გადასახლდნენ.
"ნახეთ, რუსი პუტინისტი სუბარი, მიცვალებულის სიფათი აქვს პირდაპირ. ამასაც ფარცხალაძესავით მოუწევს რუსული პასპორტი აიღოს და მოხიოს რუსეთში. ეს არის ამათი ბოლო. ჩვენ გვიწევს ფიზიკურად დაცვა საქართველოს კონსტიტუციის, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციითაა განპირობებული. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისტორიაში ჩაიწერებიან, როგორც პუტინის კრემლის მსახურები და რუსული აგენტურა. გეგმა გვაქვს ბრძოლა და მოქმედება. ფიზიკურად არის დასაცავი? ფიზიკურად დავიცავთ. კანონით არის დასაცავი? კანონით დავიცავთ. ყველა ოპოზიცია არის ერთად. არ არის არანაირი განსხვავებების დრო". - ამბობს ხაბეიშვილი.