პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება -დეპუტატები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს
ორი კომიტეტის სხდომაზე ისევ ხმაური და დაპირისპიებაა. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილიდან ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე ძალის გამოყენებით გაჰყავთ, სიტუაცია უკონტროლოა. სხდომათა დარბაზის ინვენტარი დალეწილია.
დაპირისპირება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, რომლებიც ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში ჟურნალისტების შემოსვლას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ორი კომიტეტის სხდომაზე ე.წ რუსული განხილვა უნდა დაიწყოს. ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია სპეციალური ბანერებით აპროტესტებს.