"პარლამენტის თავმჯდომარე იმალება" - ხაბეიშვილს და ვაშაძეს პაპუაშვილის კაბინეტში უსაფრთხოების სამსახური არ შვებს

02.03.23 17:14
"პარლამენტის თავმჯდომარე იმალება" - ხაბეიშვილს და ვაშაძეს პაპუაშვილის კაბინეტში უსაფრთხოების სამსახური არ შვებს

ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან მივიდნენ და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ცდილობენ. თუმცა პაპუაშვილის კარს მანდატურის დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენლ;ები იცავენ და ოპოზიციონერ ლიდერებს შიგნით არ უშვებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე იმალება, მშიშარაა - ამბობს ხაბეიშვილი.

ენმ-ს თავმჯდომარემ ხალხს 6 საათზე პარლამენტის შენობასთან გამოსვლისკენ მოუწოდა. 

 

მსგავსი სიახლეები